"უნდა დავიძრათ და ჩამოვდგეთ რუსთაველზე"

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს აანონსებს. მისი თქმით, ზუგდიდის მერის არჩევნები სანდრა რულოვსმა მოიგო და თუ ხელისუფლება ამ შედეგს არ აღიარებს, გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტოდ უნდა შეიკრიბოს.

„ჩვენ ვიცავთ თითოეულ ხმას. ადამიანების ხმებს ვიცავთ ლიდერები უბნებზე დანაწილებულები. ეს არის ბრძოლა, რომ ხალხმა უბნებზე საკუთარი ხმა დაიცვას. მე დღეს ვარ გაოცებული და აღშფოთებული, ქალბატონმა მოიგო არჩევნები, რა ქნას მეტი. ძალიან ვარ შეშფოთებული. ჩვენ ეს არჩევანი უნდა დავიცვათ კანონის და სამართლის ფარგლებში. თუ არ აღიარებენ უნდა დავიძრათ და ჩამოვდგეთ რუსთაველზე“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

სოციალისტი ღმერთო! ეს ვინ არის, ესეც შენი გაჩენილია ადამიანად?!
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com სულ გამოჩერჩეტდა ეს ქალი!!!
4 წლის უკან
amo რა ქნას ცუდ ასაკშია
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
გინდა ჩამოდექით, გინდა ჩამოჯექით!.. მაგრამ პარტიის ნახევარზე მეტს ნუ გამოიყვან ერთ ჯერზე, თორემ რუსთაველზე ვერ დაეტევით:)))
(იმათი მიკვირს, ვინც მაგის "პარტიაში" ჩაეწერა - რა სულიერი და გონებრივი კრიზისი ჰქონდათ ამისთანა?)
4 წლის უკან