“მიმხვედრი მიხვდება… არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება”

“მიმხვედრი მიხვდება… არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება”

“ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ დაიწყება რევოლუცია და არ იწყება ეს რევოლუცია. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება” – ეს განცხადება ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გადაცემაში „კვირის აქცენტები”  პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შეიკრიბოს და ერთად გადაწყვიტონ სამოქმედო გეგმა. მისი თქმით, ემოციურ ფონზე განცხადებები არ უნდა გაკეთდეს.

„არჩევნებიდან არჩევნებამდე ეს ხელისუფლება სუსტდება. რაღაცას თუ ვიტყვით, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება, რაღაცას თუ ვიტყვით, უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არ მოდიხართ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დაიწყება რევოლუცია, არ იწყება ეს რევოლუცია. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს. ახლა რომ გამოვალთ და ვიტყვით, რომ გაყალბდაო, მტკიცებულება უნდა განახოთ. ეს დათვური სამსახურია,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.