მიიღებთ მთელი ქვეყნის პროტესტს, თქვენ მე არ მიცნობთ

მიიღებთ მთელი ქვეყნის პროტესტს, თქვენ მე არ მიცნობთ

პირველ ტურში თუ გამოაცხადებთ მოგებას, მიიღებთ მთელი ქვეყნის პროტესტს, თქვენ მე არ მიცნობთ , - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა და მმართველ გუნდს მოუწოდა პირველ ტურში გამარჯვებულად მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი გიორგი შენგელია არ გამოაცხადონ.

“ჩვენ დაველოდებით მათ შედეგებს, მაგრამ აქ პოლიციაა მობილიზებული 39-ე და 38-ე უბანთან. 38-ე უბანში არჩილ თალაკვაძეა და სერიოზული გაყალბებები მიდის. ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენ პირველივე ტურში მოვიგებთ და არ ვაჩუქებთ მეორე ტურს, ვიბრძოლებთ ბოლომდე. უამრავი ფაქტი დაფიქსირდა დარღვევების, მოსყიდვის, ზეწოლის.

პოლიციელებო, თქვენ გახსოვთ, როგორ კარგად გექცეოდნენ წინა ხელისუფლების დროს, არ გახდეთ მონები, თქვენ უნდა იდგეთ ხალხის მხარეს. ჩვენ განმუხურს მოვიგებთ, აქ მეორე არჩევანი არ არის. მე ვიცი რას აპირებენ მეორე ბანაკში, ჯერ ფოკუსები მიდის, პირველ ტურში თუ გამოაცხადებენ გამარჯვებას არ შევეგუებით, რადგან პირველი ტური მათ არ აქვთ მოგებული.

პირველი ტური ჩვენ პირნათლად გვაქვს მოგებული, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა სოფელ-სოფელ რეფერენდუმისთვის, მზად ვარ მეც ვიარო. პირველ ტურში თუ გამოაცხადებთ მოგებას, მიიღებთ მთელი ქვეყნის პროტესტს, თქვენ მე არ მიცნობთ“, - აცხადებს რულოვსი.

შეგახსენებთ, დღე ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება - მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში. მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში.

თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება

 

amo სანდრა რულოვსი - თქვენ არ იცით, რა გელოდებათ, თქვენ ჯერ კიდევ არ მიცნობთ - არ გირჩევთ, რომ პირველ ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოთ.
გიცნობთ, გიცნობთ. მენტალიტეტით მაინც უცხო ხარ და არ მიგიღო ბოლომდე სამეგრელომ.
4 წლის უკან