“თინათინ ბოკუჩავას არ ჰქონდა ამის უფლება…” – გიორგი კალანდარიშვილი

“თინათინ ბოკუჩავას არ ჰქონდა ამის უფლება…” – გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა რატომ არ შეუშვეს ბოკუჩავა მე-9 საარჩევნო უბანზე.

„ყველას, ვისაც ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება, შესაბამის კომისიებში, ჰქონდა შესაბამისი აკრედიტაცია, ყველას ჰქონდა შესვლის უფლებამოსილება. ქალბატონ თინათინს ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ცესკოში შეუძლია საარჩევნო სუბიექტი წარმოადგინოს და მისი ინტერესები დაიცვას. მოცემულ შემთხვევაში, გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა თინათინმა მიმართა მე-9 საუბნო საარჩევნო კომისიას ხმის დათვლის პროცედურებზე დასწრების თვალსაზრისით. როდესაც კომისიამ გადაამოწმა, რომ მას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა, რაც გამოიხატა იმით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობის შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა – კომისიამ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად. არ მისცა მას შესაძლებლობა ყოფილიყო როგორც არაუფლებამოსილი პირი კომისიის შენობაში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

პარლამენტის დეპუტატ თინა ბოკუჩავას პირადობის არ ქონის გამო ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის დროს დარჩენის უფლება არ მისცეს. ის ამბობდა, რომ მას აქვს პარლამენტარის საშვი და ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება აქვს.

 

 

Maverick მოდი ჩემთან თინათინ მიშმაკოვნა, საშვი არ არის საჭირო...
4 წლის უკან