გია ხუხაშვილი:  რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი:  რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა.

ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია.

„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ მოხდეს, რაღაცნაირად ჩამთავრდეს, თორემ რა არჩევანითაც არ უნდა დასრულდეს, მაინც წაგებულია სახელმწიფო. ისეთი მეთოდებით მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პროცესი, ის, რაც ხდებოდა დღეს, ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც... ეს ხომ მარაზმია? - ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ. შულერული თამაშია: ერთი ძაბავს, ბუქავს სიტუაციას, მეორე კიდევ ცდილობს ყველანაირად ნახირივით მოექცეს ადამიანს და თავისუფალი არჩევანი წაართვას. ერთმანეთში არჩევენ საქმეებს, საბოლოო ჯამში, ზუგდიდიც წაგებულია და საქართველოც წაგებულია რაც მთავარია. დეგრადაციის პროცესი მიმდინარეობს. რაც ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნებში ეს იყო დეგრადაციის პირველი ნაბიჯი, ზუგდიდში რაც ხდება დეგრადაციის მეორე ნაბიჯია. ამ ორი შულერისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინ გაიმარჯვებს ზუგდიდში, თორემ სახელმწიფო მაინც წაგებულია,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

amo რა ყვავივით დაგჩხავის ეს სუბიექტი
4 წლის უკან