ეს კანონდარღვევა არ არის, მაგრამ დაპირისპირების პროვოცირებაა,

ეს კანონდარღვევა არ არის, მაგრამ დაპირისპირების პროვოცირებაა,

„ასეთი პრეცენდენტი საქარველოს ისტორიაში არ ყოფილა, თუმცა არ მგონია, რომ სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, პოლიტიკურ ასპექტში კი ეს არის დაპირისპირების პროვოცირება. პირადად მე ასეთ განცხადებებს მოვერიდებოდი“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში ტელეკომპანია 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს.

„ეს არის ოფიციალური განცხადება. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი. „რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილოდოს აწესებს თითოეულ ადამიანზე, რომელიც ინფორმაციას მოიტანს იმის შესახებ, თუ როგორ ყალბდება არჩევნები ნებისმიერ უბანზე, ეს იქნება ზუგდიდში, მთაწმინდაზე, ზესტაფონში, ხულოში, გურიაში, მარნეულში თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

„ჩვენი დამოკიდებულება ასეთია - საარჩევნო ადმინისტრაციასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვამხელთ არჩევნების გაყალბებაში და ამისთვის გვჭირდება მტკიცებულება“, - ასე მიმართა საზოგადოებას ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ამომრჩეელის მოქალაქეობრივი ვალია, რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე.

„ასეთი პრეცენდენტი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, მაგრამ არ მგონია, რომ სისხლის სამართლის დანაშაული იყოს. მაგრამ თანხა ცოტა დელიკატური თემაა, რადგა ეს არის მოსყიდვის სახე.

„რაც შეეხება პოლიტიკას, პოლიტიკურ ასპექტში ეს არის დაპირისპირების პროვოცირება. მოქალაქე ვალდებულია და ეს მისი მოქალაქეობრივი ვალია, რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე. მე პირადად მოვერიდებოდი თანხის დასახელებას და საერთოდ ასეთ განცხადებებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ავთანდილ დემეტრაშვილმა.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის თქმით, ინფორმაცია მაშინ არის ფასეული, თუ ის მტკიცებულებებით არის გამყარებული.

„ასეთი შემთხვევა საქართველოს საარჩევნო ისტორიაში არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია. ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართვეოში არჩევნები გადაიქცა ომად და ეს ძალიან ცუდია. ნებისმიერი ინფორმაცია მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული, თორემ ასე ნებისმიერს, მეც და თქვენც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა ამა თუ იმ დარღვევას.

„რაც შეეხება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოს დაწესებას, ეს ბევრ ქვეყანაში ხდება და ამ ინფორმაციას ავრცელებს როგორც ფიზიკური პირი, ისე პოლიცია, ან მედია და ეს კანონდარღვევა ნამდვილად არ არის“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.

სოციალისტი დიახ, დიახ! არჩევნებმა გააღრმავა პოიტიკური დაპირისპირება იმ დონეზე, რომ ზოგიერთი ავანტიურისტი საზღვარგარეთიდან ფეისბუქ ცართვებით საზოგადოებას უბიძგებს სამოქალაქო ომისაკენ! თუ საზოგადოება არ დაირაზმა და ეს პოლიტიკური ვაკხანალია თავიდან არ მოიშორა 90 წლების დასაწყისი სანატრელი გაგვიხდება! ასე რომ არ დაგვემართოს საჭიროა პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე ასე 25 წლიანი მორატორიუმის დაწესება! მედია აუცილებლად უნდა შეიზღუდოს, დაახლოებით ისე როგორც ეს სინგაპურშია!!!
4 წლის უკან