ზუგდიდის მერობის კანდიდატმა და სახელმწიფო რწმუნებულმა გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულეს

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა და სახელმწიფო რწმუნებულმა გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულეს

,,ქართული ოცნების"  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა. სწორედ დღეს შესრულდა ხურჩაში საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან სამი წელი.

,,სამი წელი გავიდა საქართველოს გმირის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რომელიც საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სწორედ ამ დღეს, სასტიკად იქნა მოკლული. ჩვენ პატივი მივაგეთ გმირის ხსოვნას, მოვინახულეთ მისი ოჯახი - მეუღლე და შვილები, რომლებიც ზუგდიდში, დევნილობაში ცხოვრობენ.

დღეს, გიგას ოჯახის წინაშე ჩვენი ყველას უპირველესი ვალდებულებაა, ზუგდიდში, იმ ქალაქში სადაც მისი შვილები იზრდებიან, არ დავუშვათ რაიმე სახის პროვოკაცია და განვაგრძოთ წინსვლა!“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.