“სისხლს გაგიშრობთ”

“სისხლს გაგიშრობთ”

“დიახ, “რუსთავი 2″ იქნება ყველგან, სადაც ქვეყანას ღუპავთ, არჩევნებს აყალბებთ, სადაც თქვენ იქცევით ისე, როგორც იქცევა არა მთავრობა, არამედ კრიმინალური რეჟიმი. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სისხლს გაგიშრობთ და ბოლომდე გამოვააშკარავებთ დანაშაულებებრივ ქმედებებს. ეს თუ სიტუაციას გირევთ და უმაყოფილო ხართ, მე ეს ყველაფერი ბედნიერებას მანიჭებს. სჯობს იფიქროთ იმაზე, როგორ ჩაატაროთ დემოკრატიული არჩევნები და არა იმაზე ვინ გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“მეორე, რაც შეეხება ამომრჩეველთა მოსყიდვას, ჩვენ ვავრცელებთ იმ ინფორმაციას, რასაც გვაძლევენ დამკვირვებლები. ჩვენ არ ვავრცელებთ ამას როგორც ფაქტს, ჩვენ ვავრცელებთ როგორც ინფორმაციას. ჩვენ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას რაც შეეხება, წიგნში ჩაიხედოს მანაც და ბატონმა მდინარაძემაც. ჩაიხედეთ წიგნში და ნახავთ, რომ არჩევნებზე მოსყიდვა შეუძლია მხოლოდ არჩევნების სუბიექტს. “რუსთავი 2” არ არის სუბიექტი და ჩვენ ამომრჩეველს ვერ მოვისყიდით. ჩვენ დავაწესეთ ჯილდო, რაც მიღებულია მსოფლიო პრაქტიკაში. დიახ, 1000 ლარს გადავიხდით დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციაზე, რაც ეხება არჩევნების გაყალბებას. იქნება ეს ხელისუფლების მხრიდან თუ ოპოზიციის მხრიდან. ამას გავუშვებთ პირდაპირ ეთერში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სოზარ სუბარის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც “რუსთავი 2” საარჩევნო ვითარების ესკალაციაში დაადანაშაულა.