სოზარ სუბარი: მე რაც ინფორმაციაც მაქვს ჩვენი კოორდინატორებისგან, მეორე ტური არ უნდა იყოს

სოზარ სუბარი: მე რაც ინფორმაციაც მაქვს ჩვენი კოორდინატორებისგან, მეორე ტური არ უნდა იყოს

"დამთავრდა შუალედური არჩევნები, შუალედური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მიუხედავად ჩვენი ოპონენტების, "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ, ძალისხმევისა და მუქარისა, არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მშვიდ ვითარებაში, სერიოზული დარღვევების გარეშე" - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი, სოზარ სუბარი აცხადებს.

არჩევნები რომ მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, სოზარ სუბარის თქმით, მოწმობს სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები და საჩივრების ძალიან მცირე რაოდენობა.

"მცდელობა იყო ძალიან სერიოზული და ეს ჩანდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების განცხადებებიდან, რომ მათ მიზანი იყო არა არჩევნების ჩატარება, არამედ არეულობის მოწყობა და ეს იგეგმებოდა ზუგდიდიდან, მაგრამ ზუგდიდშიც და სხვაგანაც არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მშვიდად" - განაცხადა სოზარ ზუბარმა.

მისი თქმით, ორი-სამი საათი უნდა დაელოდოთ საანამ შედეგებს გავიგებთ, თუმცა არჩევნები ყველა ოლქში პირველივე ტურში დასრულდა.

"ჩვენ რა ინფორმაცია გვაქვს, აბსოლუტურ უმრავლესობაში კი არა, არამედ ყველა ოლქში არჩევნები დამთავრდა პირველივე ტურში და დამთავრდა ჩვენი კანდიდატების გამარჯვებით.თუ მოხდა ისე,რომ ერთ-ორ ოლქში გადავიდა მეორე ტურში ,ესეც პრობლემა არ არის ბუნებრივია.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სადმე თუ მეორე ტური იქნება, ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ქართული ოცნების კანდიდატს. შეიძლება ეს მეორე ტური იყოს მთაწმინდაც, ზუგდიდიც, თუმცა ამ წუთებში, მე რაც ინფორმაციაც მაქვს ჩვენი კოორდინატორებისგან, მეორე ტური არ უნდა იყოს, მაგრამ შესაძლებელია რაღაც რეცეპტორები ზოგჯერ გვატყუებდნენ. ვიმეორებ, თუ მეორე ტური იქნება, უპირატესობა არის ძალიან დიდი, ჩემი ვარაუდიდ, 10 % ჩვენს კანდიდატსა და ოპოზიციის კანდიდატს შორის" - განაცხადა სოზარ სუბარმა.