აშშ-ში  მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი აპარტამენტის ფასი მილიონ დოლარს აღემატება  (ვიდეო)

აშშ-ში  მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი აპარტამენტის ფასი მილიონ დოლარს აღემატება (ვიდეო)

მაიამი კოლინზის ავენიუ 2201, ბინა 318 - ამ მისამართზეა რეგისტრირებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უძრავი ქონება. აპარტამენტის ზუსტი ღირებულება უცნობია, მაგრამ ფასი მილიონ დოლარს აღემატება. ამ თემაზე რეპორტაჟი ამერიკაში მცხოვრებმა წარმოშობით რუსმა ჟურნალისტმა სტენ გრუნსკიმ მოამზადა - იუწყება ტელეკომპანია იმედი.

საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის" ცნობით, სტენ გრუნსკის მიერ  ჩატარებული კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა მაიამიში ფეშენებელური აპარტამენტი ბიძასთან, თემურ ალასანიასთან კონსულტაციით შეიძინა. საცხოვრებელ კომპლექსს ხედები ოკეანისა და ეზოს მხარეს აქვს, ბინების ფასი კი მილიონნახევარი დოლარიდან იწყება.

„მოარული ხმები იყო მიხეილ სააკაშვილზე, რომ მაიამიში გამოჩნდა და დავიწყე ადამინების გამოკითხვა. მათ დამიდასტურეს ეს ინფორმაცია. დოკუმენტით სამი ადამიანია, ვინც ქონების განკარგვის თვალსაზრისით ნდობით აღჭურვილი პირია. აპარტამენტის ზუსტი ღირებულება უცნობია, მაგრამ ფასი მილიონ დოლარს აღემატება. ბინა "დაბლიუ ოტელის" მესამე სართულზეა. ეს ძალიან პოპულარული შენობაა, სადაც ასევე აქვს შეძენლი აპარტამენტები რამდენიმე ადამიანს, პოლიტიკოსს, ყოფილი საბჭოთა სივრიცდან. მათ გარდა ბინების მფლობელები არიან ლათინური ამერიკის ქვეყნების მოქალაქეებიც. ეს ის ხალხია, ვისაც ხშირ შემთხვევაში ფულის წარმომავლობის ახსნა არ შეუძლია. ასეთი უძრავი ქონების გამო, რამდენიმე სკანდალიც იყო, რადგან ამერიკის სამართლებრივი სისტემა ძლიან დიდი სიფრთხილით ეკიდება  ასეთ ტრანზაქციებს. ძალიან ბევრი ისტორია ვიცი, მაგალითად, რუსეთიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან მყიდველთა ბინებით, რომ დაინტერესდა მთავრობა და ზოგიერთი მათგანი ახლა ცდილობს გაყიდოს ბინები, თუნდაც დაბალ ფასად. ფლორიდა ის ადგილია, სადაც მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან ბევრი ფული ჩადის. იმავე შენობაში ბინები რამდენიმე რუსსაც აქვს ნაყიდი" - აცხადებს „ქრონიკასთან" სატელეფონო საუბარში სტენ გრუნსკი.

რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილს ნიუ იორკში მცხოვრებ თემურ ალასანიასთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვს. რეპორტაჟში ასევე საუბარია იმ ძვირადღირებულ სასტუმროებზე, სადაც გაჩერების უფლებას თავს ყოველი მეორე ვერ მისცემს და ბრენდული მაღაზიები, რომლის ხშირი სტუმარიცაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

სტენ გრუნსკი ლინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელია. იგი  ამერიკის ხმისა და „ქარენ თაიმსისთვის" რეპორტაჟებს ამზადებს, ასევე დაჯილდოებიულია არაერთი პრემიითა და პრიზით.



უ ც ხ ო :
სტენ გრუნსკი , ეჭვი არ არის, ვლადიმერ პუტინის დავალებით ცდილობს სააკაშვილი დისკრედიტაციას, თორემ ხომ გვახსოვს, როგორ ჩიოდა თავის სიღატაკეზე ჩვენი პატიოსანი ექსპრეზიდენტი: თვითმფრინავის ბილეთის ფულს მეგობრები მიხდიან და ჩემი ცოლ-შვილი სადღაც სხვენში ცხოვრობს, ლონდონშიო!
დავიჯერო, იცრუა?
წარმოუდგენელია! - მიშა ტყუილს არ იკადრებდა!
5 წლის უკან