“სანდრამ იმ მიწებზე დამიწყო ჩხუბი, რომელიც მისმა მეუღლემ გაყიდა ინდოელებზე”, – რიყეში მომხდარი დაპირისპირების დაუმონტაჟებელი კადრები  (ვიდეო)

“სანდრამ იმ მიწებზე დამიწყო ჩხუბი, რომელიც მისმა მეუღლემ გაყიდა ინდოელებზე”, – რიყეში მომხდარი დაპირისპირების დაუმონტაჟებელი კადრები  (ვიდეო)

რა მოხდა სინამდვილეში სოფელ რიყეში: საკრებულოს მეორე მოწვევის დეპუტატი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც წინ ენმ-ს წევრები გადაუდგნენ, შეაჩერეს და შემდეგ, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის წევრებმა, მათ შორის, სანდრა ელისაბედ რულოვსმა, დაზმირ ძიმშეიშვილი სოფელ რიყის საძოვრების მითვისებაში დაადანაშაულეს, თუმცა გაირკვა, რომ აღნიშნული საძოვრები ინდოელებზე ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაყიდეს. დღეს ეს მიწები სადავოა და რიყის საკრებულოს დეპუტატი მოსახლეობას თავად ეხმარება მათ დაბრუნებაში.

დაზმირ ძიმშეიშვილი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ფაქტი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა მედიამ გადაიღო, დაამონტაჟა და დამახინჯებული ფორმით გააშუქა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ გავრცელებული კადრებიდან ამოჭრილია ის ფრაგმენტები, სადაც საკრებულოს დეპუტატი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხებს სცემს, ასევე, ის ფრაგმენტები, სადაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს ეჩხუბება. უფრო მეტიც, რულოვსი მას დაემუქრა, რომ მერად არჩევის შემდეგ, მას “დასჯიდა”.

“კვირამ” დაპირისპირების ამსახველი ვიდეოს სრული ჩანაწერი მოიპოვა და ძიმშეიშვილთან ინტერვიუც ჩაწერა. საკრებულოს დეპუტატი დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც ოპოზიციის წევრების ესკორტმა გზა გადაუკეტა და თავის ისტორიასაც ყვება.

“ჩვენთან 8კმ-იანი გზა კეთდება, იმ დღეს უნდა შემოსულიყო ტექნიკა და ლოკაციები უნდა დაგვეზუსტებინა… ამ ადგილების განსასაზღვრად მე და მერის წარმომადგენელი ჩავსხედით მანქანაში. ამ დროს გამოიარა ამ ესკორტმა. ის საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. ჯერ ჩაგვიარეს, მერე მოატრიალეს მანქანები… ერთ-ერთმა ჯიპმა გამისწრო, წინ გადამირბინა და შემაჩერა. გადმოხტა ვიღაც კაცი და დამიდგა წინ, ვკითხე, რა გინდა კაცო, გიჟი ხო არა ხარ, რომ მივარდები მანქანაში-თქო…ერთი წუთითო და მალე ჩამოწეულ ფანჯარაში კამერებით შემომივარდნენ…. მოვარდა სანდრა და მეუბნება: რატომ წაართვით ხალხს საძოვრებიო – თავიდან გაგებაში არ ვიყავი, რა საძოვრებზე იყო საუბარი….მერე მივხვდი… ჩვენს სოფელს ზედა ეწერის ტერიტორია ესაზღვრება და რიყის მაცხოვრებლების საქონელი გადადის ხოლმე იქით… წლების წინ ეს საძოვრები ინდოელებმა შეისყიდეს და ამას დიდი ხანია დავობს ჩვენი ხალხი, მეც მაქსიმალურად ვეხმარები მათ…. საქმე იმაშია, რომ ინდოელებზე ეს ტერიტორია ჯერ კიდევ 10 წლის წინ გაიყიდა, მაშინ, როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში… პარადოქსია, მაგრამ სანდრა რულოვსმა იმ მიწებზე დამიწყო ჩხუბი, რომელიც მისი მეუღლის პრეზიდენტობის პერიოდში გაიყიდა ინდოელებზე…”, – ყვება ძიმშეიშვილი.

დეპუტატის თქმით, სოფელ რიყეში მის საკუთრებაში მხოლოდ კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიწაა და სოფელში არანაირი საძოვრები მას არ შეუძენია.

“ამოიღონ რეესტრიდან ყველა ინფორმაცია, გადაამოწმონ…გაიგონ, რა მაქვს საკუთრებაში და რა – არა…მერე წამიყენონ ბრალდებები….სანდრა მემუქრებოდა, 19 მაისის მერე დაგსჯითო, დაგიბარებთ მერიაშიო… ჩვენ საკრებულოს წევრები ვართ და ვის ვისი დაბარება შეუძლია, მაგდენიც კი არ ესმის… ძალიან რთულ სიტუაციაშია ეს ქალბატონი”, – ამბობს დეპუტატი.

ძიმშეიშვილმა “კვირასთან” ინტერვიუში კიდევ ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სოფელს 141 ათასი ლარი მოპარეს.

“ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან ჩვენი სოფლის კოოპერატივს, რომელიც დაახლოებით, 1000 კაცს აერთიანებდა, სოფლის ზემო მხარეს ჩაის პლანტაციების ნაკვეთი ჰქონდა. როდესაც სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, ჩვენი კუთვნილი მიწები ვიღაც ცეცხლაძეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა…. ბუნებრივია, გავაპროტესტეთ და ჩვენი სოფლის 141 ათას ლარად შეფასებული ნაკვეთების ან თანხის დაბრუნება მოვითხოვეთ. დაიწყო ჩემი დევნა…  მე უნდა მეთქვა უარი ამ თანხაზე… ადგილი ჰქონდა მუქარასაც, დაშინებასაც და ლამის ციხეში ჩამსვეს, საქმეც იყო ამ ფაქტზე აღძრული…მთელი სოფელი გაძარცვა ამ ხალხმა….დღეს მოდის სანდრა რულოვსი და უკანონობაზე მე მელაპარაკება? ამისთანა უტიფარი ხალხი მე არ მინახავს...ასე თავხედურად და უტიფრად იქცევიან,” – ამბობს დაზმირ ძიმშეიშვილი.

სოციალისტი რა გაგიკვირდათ, ქალბატონ სანდრას რაც ჩასძახეს ის ამოიძახა თორემ მაგან რა იცის საძოვარი და ძროხა?! შეიყვანეს შეცდომაში და დაიწყო მაგანაც! თუ გახდება დეპუტატი მერე იკითხე მისი შეყვანა და გამოყვანა, დაუკრეფავში!!! ))))
5 წლის უკან