„ჯიესენი“ (GSN) ქართულ ბაზარზე შემოდის და ფუნქციონირებს 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სალარო აპარატებს, პოს სისტემებსა და ბიზნესისთვის საჭირო სხვა მოწყობილობებს.
„ჯიესენი“ ძირითადად გთავაზობთ ფისკალური მეხსიერების მქონე აპარატებს, რომლებიც უზრუნველყოფილია GPRS სისტემით, უერთდება ფულის ყუთსა და შტრიხკოდის სკანერს, მორგებულია თქვენს ბიზნესსაქმიანობაზე. ისინი ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის:
Daisy Compact S - გამოირჩევა პატარა ზომით, აქვს მოსახერხებელი კლავიატურა, მარტივი მენიუ, ჩაშენებული ბლუთუზი და აკუმულატორი
Daisy Perfect S-ს აქვს ქაღალდის შეცვლის მარტივი მექანიზმი, დიდი ზომის გრაფიკული მონიტორი და დახმარების ღილაკი ყველა მენიუსთვის.
Daisy Expert - მოსახერხებელი სალარო აპარატია, აღჭურვილია ორი მონიტორითა და გამძლე ელემენტით.
Daisy eXpert SX - კომპაქტური სალარო აპარატია, მას აქვს ერგონომიული კლავიატურა და გამძლე აკუმულატორი.
Daisy Compact M-ს აქვს ინოვაციური დიზაინი, ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმი, ორი დიდი ზომის ეკრანი და ბლუთუზი.
ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული პროდუქტი სარგებლობს მომხმარებლის დიდი ნდობით, რადგან გამოირჩევა ინოვაციურობით, ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასით.
„ჯიესენი“ არ შემოიფარგლება ერთი ფილიალითა და ერთი ქალაქით. კომპანიას აქვს 17 ფილიალი საქართველოს ყველა მხარეში და მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე მოწყობილობებს. შეგიძლიათ, ეწვიოთ ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში, ხაშურში, ახალციხეში, ქუთაისში, ზესტაფონში, ფოთში, ზუგდიდში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ბორჯომში, ქობულეთში და, რა თქმა უნდა, თბილისში, სადაც მდებარეობს სათავო ოფისი.
რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, მყიდველთათვის სავსებით მისაღებია. სალარო აპარატების ფასი 390 ლარიდან 410 ლარამდე მერყეობს, გამომდინარე იქიდან, მეორადი გნებავთ, ახალი თუ განვადებით გსურთ შეძენა.
პოს სისტემების ფასი იწყება 1949 ლარიდან, ფულის შესანახი ყუთები 150 და 200-ლარიანია, ერთი სახის ელექტროსასწორი ღირს 280 ლარი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ, ეწვიოთ კომპანია „ჯიესენის“ საიტს: https://www.gsn.ge/