კობა არაბული: „საიას

კობა არაბული: „საიას" ენას ძვალი არა აქვს!

ივანიშვილმა სამების ტაძარი ააშენა და 10 წელია მისი დაფინანსებით მიმდინარეობს ამ დიდებული ტაძრის მოხატვა და თურმე ეს ყველაფერი ამომრჩევლის მოსყიდვა ყოფილა. თურმე ბიძინა ივანიშვილი 10 წელია ქრთამავს ხალხს ტაძრების მოხატვით, კულტურის კერების რესტავრაციით, სკოლების მშენებლობით, განათლებაში ასეულობით მილიონის ინვესტირებით, ტყე-პარკების შექმნით  და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ასეთი „ცუდი" საქმით. ახლა აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენს და სულ დაიღუპება სამცხე-ჯავახეთი. მოკლედ, თვალი აგვიხილა „საიამ". უღმერთო ორგანიზაციას ალბათ ყველაზე მეტად ტაძრის მოხატვა დაესო გულზე. „საიას" ენას ძვალი არა აქვს!