გირჩმა საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა - 1 საათი 49 ლარი და 90 თეთრი

გირჩმა საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა - 1 საათი 49 ლარი და 90 თეთრი

პოლიტიკურმა გაერთიანება გირჩმა საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა, სახელწოდებით "პიონერი". ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საროსკიპოს სპონსორია სექსშოპი "კიკუ". 1 საათით ამ ფართის დაკავება ეღირება 49 ლარი და 90 თეთრი და ამ სერვისით შეიძლება, ისარგებლოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს, ისარგებლოს სექსუალური მომსახურებით. აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ 254-მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციის ხელშეწყობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე.

ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი - ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად გირჩი, ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი. მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, - განაცხადა ჯაფარიძემ, რის შემდეგაც მთაწმინდაზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ჰერმან საბოს სთხოვა, ოფიციალურად გაეხსნა „საროსკიპო“.

გამი კახპები ჯაფარიძე და"და-ძმანი მისნი" არიან? ეს სადო-მაზოს ექსტრემალური განხრა იქნება!
6 წლის უკან