მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა

მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს სოსო მანჯავიძე, რომელიც პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. ვინც მისი ჩანაწერი ნახა, რომლის ავთენტურობას დაცვის მხარეც კი არ აყენებს ეჭვის ქვეშ, ამ პიროვნების რაობის შესახებ კითხვა არ უნდა აღეძრას.

არადა,ეს ჩანაწერი ყველასთვის ხელმისაწვდომია. არც მისი სხვა “გმირობების” შესახებ არის ცნობები რთულად მოსაძიებელი. სხვა საკითხია, როგორ მოხვდა ასეთი პერსონაჟი იქ, სადაც იყო.

ამის მიუხედავად, ტელევიზიები და ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები ჯიუტად ამკვიდრებენ უსინდისო მითს უსამართლოდ დასჯილი,ზიარებას მოწყურებული, ვერცხლისმოყვარეობასთან მებრძოლი და ამ ბრძოლაში დასნეულებული “დეკანოზის” შესახებ.

წმინდანად ჰყავთ შერაცხული რუსთავი 2-ს და მის კლონებს,ნაც-მოძრაობას და ნჯო-ებს საკუთარ გამრუდებულ სარკეებიან პანთეონში.  ახლა,როგორც ირკვევა, პატივცემულმა დეკანოზმა მუდამ არასწორ მხარეს მდგომი სახალხო დამცველი ჩააყენა გამოუვალ მდგომარეობაში.

კერძოდ, სახალხო დამცველის მოთხოვნით,მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორმა ექსპერტმა შეამოწმა და მათი დასკვნის საფუძველზე ნინო ლომჯარიამ რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს,რომ მამალაძე არასაპატიმრო სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანათ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.

პასუხად დეპარტამენტს ისეთი მასალები,ანუ ვიდეო მტკიცებულებები გაუგზავნია სახალხო დამცველისათვის,რომ ამ უკანასკნელს მოთხოვნა დაავიწყდა და მასალებს “სწავლობს’.

საინტერესოა,რამდენ ხანს გაგრძელდება შესწავლის პროცესი. ან ვინ არიან ასეთი ობიექტური “ექსპერტები”,  ან რა ართულებს ამ შესწავლას.

იქნებ ბატონი მამალაძის მოძრაობებია ზედმეტად სწრაფი და თავბრუდამხვევი?

და კიდევ. ჩვენი ტელევიზიები რომ გასულები არიან მომსახურების ზონიდან-ბანალური ჭეშმარიტებაა. უბედურება ისაა,რომ უამრავ ადამიანსაც დააკარგვინეს ნანახიდან დასკვნის გამოტანის ელემენტარული უნარი. და ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა.”– წერს სოსო მანჯავიძე.