„ჩვენ ყველა მივესალმებით ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნას", - ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა.
„ნათიას ჯერ კიდევ სასწავლებლიდან ბევრი ბიზნესმენი იცნობს", - აღნიშნა მან.
Bm.ge-ის კითხვაზე - როგორ მოლოდინი აქვს ეკონომიკის ახალი მინისტრისგან, მითუმეტეს როცა უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულიაც გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებაზე საუბრობდა, ლაშა პაპაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ვერ მოაგვარა წინ მინისტრმა (იგულისხმება ტემპის დაჩქარება) და მე მიყვარს ხოლმე სიტყვა, ნათია უფრო Mercedes-ია... ჩქარ-ჩქარა... წლებია ნათიას ვიცნობ და სულ ასეთია; მოლოდინებს რაც შეეხება, ყველაზე მთავარია ის, რომ სწრაფი გადაწყვეტილებები გვინდა. ის, რაც საპრივატიზაციოა, უნდა დამთავრდეს. როდემდე შეიძლება ასე იყოს. მიწებზე თვითონაც აღნიშნეს, რომ 550 ათას ჰექტრამდე რეგისტრირდება და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. კონკრეტულად მე ვერ ვყიდულობ მიწებს - არაა და ვიცით, ეს დაუმუშავებელი, დაურეგისტრირებელი, სადაო მიწები და ეს ყბადაღებული თემაა წლების განმავლობაში, პოსტკომუნისტური თემაა და ვერ მოხერხდა", - განაცხადა პაპაშვილმა და დასძინა, რომ მინისტრის თქმით, უკვე წელსვე მოხდება 550 ათასი ჰექტრის რეგისტრაცია.