"პრემიერ-მინისტრი არის გახარია და არა ბახტაძე"

"ის რაც დღეს ხდება, არის აბსურდის თეატრი და მე ვამბობ, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრი არის გახარია და არა ბახტაძე"- აცხადებს "შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

უსუფაშვილის თქმით, დღეს მთავრობაში, ვინც თვითონ იღეს გადაწყვეტილებას, ეს არის გახარია.

"პრემიერ-მინისტრი ნიშნავს მთავარ მინისტრს და ამ მთავრობაში ვისაც შეიძლება მინისტრი დაუძახო და ვინც თვითონ იღებს პოლიტიკურ გაწყვეტილებებს, არის გახარია. ჯერ კიდევ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გვითხრა აბსურდი - „ქობულია გადადგა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითო". ანუ, ეს არის მორიგი დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა. მთავრობა, რომელსაც პარლამენტმა ორი კვირის შუალედით ორჯერ გამოუცხადა ნდობა.

როგორც ყველას გვახსოვს, ბოლო ჯერზე მთავრობის შეცვლის ცენტრალური საკითხები იყო ეკონომიკა. ახალ, ორჯერ ნდობა გამოცხადებულ მთავრობაში იყო ქობულიაც, რომელიც სპეციალურად ჩამოვიყვანეთ კვირიკაშვილის მიერ დანგრეული ეკონომიკის ასაყვავებლად. მან კი, დაამთავრა ისე, როგორც დაამთავრა და ახალი კონსტიტუციით საპარლამენტო მმართველობა განმტკიცებულ პარლამენტს კითხვაც კი არ უჩნდება - რა ხდება?", - აცხადებს უსუფაშვილი.