"ივანიშვილი მომენტს არჩევს მამუკა ბახტაძის შესაცვლელად" -

"ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მომენტს არჩევს მამუკა ბახტაძის შესაცვლელად.

"ბახტაძე ფაქტია, რომ პოლიტიკურად არ წარმოადგენს არაფერს. მისი შეცვლა დროის საკითხია, მომენტს არჩევს უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი, იქნება თუ არა პრემიერი გახარია დაველოდოთ, ის ნამდვილად არის ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტი თუმცა, ის უშვებს ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან შეცდომებს" - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.