გუბაზ სანიკიძემ “დემოკრატიული მოძრაობა” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.
"დემოკრატიული მოძრაობის” განცხადებით, გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძეს შეხვდა, რა დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.
"შეხვედრის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ და გუბაზ სანიკიძემ ერთმანეთს წარმატება უსურვეს", – აცხადებენ პარტიაში.
გუბაზ სანიკიძე “დემოკრატიულ მოძრაობაში” გაწევრიანებამდე, 10 წლის მანძილზე, “ეროვნულ ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. გუბაზ სანიკიძე ასევე იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკით – “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.