“თუ მალხაზ მაჩალიკაშვილი მართლაც ფიქრობდა რამე ტერორისტულ აქტზე, ის ამის განმხორციელებელი აღარ არის“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პირველი არხის გადაცემა “მოამე დღის თემაში” ჩართვისას განაცხადა.
„საზოგადოებაში დღეს კითხულობენ, თუ ქუჩაში ტერორისტი დადის, რატომ არ აკავებენო. იმიტომ არ აკავებენ, რომ დღეს გვაქვს ის სტანდარტი, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. ეს ყოველი ჩვენი თანამოქალაქისთვის გარანტია უნდა იყოს, რომ სახელმწიფო მაღალი სტანდარტით მოქმედებს, სანამ არ იქნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დამტკიცდება, რომ ამის განზრახვას რეალურად მოჰყვებოდა მოქმედება და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.