"მგონია, რომ ყველა საქველმოქმედო ღონისძიება, რაც კი ივანიშვილს ჩაუტარებია, მოსყიდვა იყო" – კალაძე

ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ საარჩევნო მოსყიდვაზეა საუბარი, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურბა. მან ჟურნალისტების  კითხვას ირონიულად უპასუხა:

"ყველა საქველმოქმედო ღონისძიება, რაც ბიძინა ივანიშვილს ჩაუტარებია, საარჩევნო მოსყიდვა იყო. დიახ, მე მგონია, რომ ნამდვილად მოსყიდვა იყო. ყველა საქველმოქმედო ღონისძიება, რაც კი ჩაუტარებია ბიძინა ივანიშვილს, ეს იყო საარჩევნო მოსყიდვა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს საქველმოქმედო ღონისძიებები, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს გაკეთებული, ეს იყო პარტიული მოსყიდვა", – განაცხადა კახა კალაძემ.