“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეს ჩანაწერი რომ არ გამოექვეყნებინა და სოსო გოგაშვილს ან მის ოჯახს რამე მოსვლოდა, მერე სუსს მოვთხოვდით პასუხს, რომ რატომ არ გამოაქვეყნეთ თავიდანვე, რომ პრევენცია მოგეხდინათ” – ასე უპასუხა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დასმულ კითხვას, რომელიც სუსის მიერ, მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარული აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებას ეხება. ირაკლი სესიაშვილის თქმით, ეს იყო ერთგვარი პრევენცია.