რუსული კომპანიისგან საქართველოს ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არ მესმის

რუსული კომპანიისგან საქართველოს ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არ მესმის

"ვისოლის" პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე  რუსული კომპანიებისგან საფრთხეს ვერ ხედავს: "ობიექტურად რომ გითხრათ, რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომ იყიდოს რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ამით საქართველოს ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არ მესმის" აცხადებს ფხაკაძე ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, ის არ არის პოლიტიკოსი და საკითხს როგორც ბიზმესმენი, ისე აფასებს და ქვეყანაში რუსული კომპანიების მხრიდან მონოპოლიის საფრთხე არ დგას.

„ მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ბიზნესის ენაზე გპასუხობთ, რომ არის სტრატეგიული აქტივები, რომლებთან მიმართებაშიც საფიქრალია, ვინ იქნება მათი მფლობელი. რასაკვირველია, ჩვენ პირველ რიგში ქვეყნის მთლიანობა გვაწუხებს. ამაზე საუბარი არ არის. თუ ჩვენ გავმსხვილდებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქვეყნის ეკონომიკას.რაც შეეხება რუსული კომპანიების მონოპოლიის საფრთხეს, საერთოდ მონოპოლია ყოველთვის საფრთხეა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს", - აცხადებს ფხაკაძე.