“საღოლ თეა

“საღოლ თეა"

“რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ევროსასამართლოს მიერ გამოყენებული შეჩერების მექანიზმის ფონზე, ტელეკომპანიის მენეჯმენტში, ვერანაირი ცვლილება საჯარო რეესტრით ვერ დარეგისტრირდება.

“მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს “რუსთავი 2”-ის როგორც კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ქალბატონი ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს, ან სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მთავარი არის ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, ყველას კარგად გვესმოდეს, ორი წელია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება არის დღესაც ძალაში და ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიცის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპი, ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანამ სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება არის ძალაში და მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის აღნიშნული განცხადებას არხის თანამშრომელმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ასეთი რეპლიკით შეაფასა: – “საღოლ თეა “,–  დაწერა ჟურნალისტმა “ფეისბუქზე”, პოსტის კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებლის საპასუხოდ წერს: –  “შიდა ინტრიგა ყველაზე ნაკლებად საინტერესოა ამ დროს. მთავარია რომ მათი მხრიდანაც კი ფიქსირდება ეს პოზიცია”

სოციალისტი ამ სტრასბურგის გალაკტიკათაშორისი სასამართლოსთვის თხოვნა, რომ დააჩქაროს საქმის არსებითი განხილვა, არ შეიძლება??!! ერთი მესაკუთრე უკვე გარდაცვლილა... სხვებიც არ არიან სამუდამონი, სანამდე უნდა წელონ ეს "ჟვაჩკა", სანამდე? სანამ რ2 საქართველოს სახელმწიფოს საბოლოოდ არ გაათახსირებს?!
6 წლის უკან
უ ც ხ ო :
ჩემი ვარაუდით, ეს "არსებითი განხილვა" გაიწელება მანამ, ვიდრე მიშა დაბრუნდება ხელისუფლებაში. დაბრუნდება - დამთავრდება; არ დაბრუნდება - იდება თაროზე!
6 წლის უკან
უ ც ხ ო :
ანუ, თუ მიშა დაბრუნდება, დაწერენ, რომ მოსარჩელის პრეტენზიები უსაფუძვლოაო;
თუ არ დაბრუნდება, იქნება საქმე უვადო "განხილვის პროცესში", უკუნითი უკუნისამდე!
6 წლის უკან