“თავი დაანებეთ”

“თავი დაანებეთ”

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სასტუმრო „მამიდას“ მფლობელის როენა ხუცურაულის დაკავებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“„სამთავრობო პროსტიტუციას მიხედეთ და ამ ქალს თავი დაანებეთ, არავისთვის ვნება მაინც არ მოაქვს თქვენგან განსხვავებით,“ – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, ამავე სასტუმროს მოიჯარე და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

გამოძიება 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

უწყებამ მიმდინარე წლის მარტში, იგივე ბრალდებით, ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, მეტსახელად „ფისო“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

უ ც ხ ო : შალვა ნათელაშვილისა და გირჩი ჯაფარიძის იმედად რომ დატოვეთ როენა-მამიდა, არა გრცხვენიათ სხვა კლიენტებს? ამათ რა, უფასოდ ემსახურებოდნენ თუ რაშია საქმე? :)
6 წლის უკან