პროკურატურამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ პოლიტიკოსებს, ზოგიერთ არასამთავრობოს და ვითომ ჟურნალისტს, რომლებიც მალხაზ მაჩალიკაშვილს ამზადებდნენ დანაშაულის ჩადენისკენ

პროკურატურამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ადამიანებს, იმ პოლიტიკოსებს, ზოგიერთი არასამთავრობოს წარმომადგენელს, ზოგიერთ ვითომ ჟურნალისტს, რომლებიც მალხაზ მაჩალიკაშვილს მიზანმიმართულად ამზადებდნენ დანაშაულის ჩადენისკენ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

ამასთან, მისი თქმით, სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვები არ გასჩენია.

„კითხვები არ გამჩენია, რადგან რაღაც პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეკრიბა ის, რაც აქამდე შესაძლებელი იყო და ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი. მინდა, რომ პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს იმას, თუ როგორ მივიდა ეს ადამიანი ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე. უნდა მიაქციოს ყურადღება იმ ადამიანებს, იმ პოლიტიკოსებს, ზოგიერთი არასამთავრობოს წარმომადგენელს, ზოგიერთ ვითომ ჟურნალისტს, რომლებიც ამ ადამიანს მიზანმიმართულად ამზადებდნენ ამ დანაშაულის ჩადენისკენ და დეზინფორმაციებს აწვდიდნენ. დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ მეც ვიმუშავებ ამ მიმართულებით, ჩემი არხებით და ყველანაირად დავეხმარები გამოძიებას, რომ მაქსიმალური მტკიცებულებები შეკრიბონ“, - განაცხადა გოგაშვილმა.