ე.წ ,,ციანიდის საქმე” საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ე.წ ,,ციანიდის საქმე” საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართავას ავრცელებს. საპატრიარქო ითხოვს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მიაწოდონ და ინტერესდება თუ რატომ არ შეასრულა იუსტიციის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია.

„ა.წ. 20 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარების შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი ჩართო. მათ განაცხადეს, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმარს არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც სჭირდება. ეს დასკვნა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ იგი გადაყვანილი ყოფილიყო სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაეგზავნა სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც.

ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, გთხოვთ, თქვენი მხრიდან გვაცნობოთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.”– ნათქვამია საპატრიარქოს წერილში, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი პატარაძეს გადაეგზავნა.

უ ც ხ ო : რისთვის იყო საჭირო ეს "შეერთებები" - ვერ ჰყავდა კარგი ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებას?! კახა კახიშვილი და სოზარ სუბარი იყვნენ ყველაზე ცუდი მინისტრები და მათ ხარჯზე გააკეთეს სახელფასო თანხების ეკონომია?!
არა! იმიტომ, რომ ნაცებთან შედარებით, ბევრად გაიზარდა ბიუროკრატიის ოდენობა და, შესაბამისად, მრავალი მილიონით გაიზარდა ხლფასებში დასახარჯი თანხაც.....
მოკლედ, ვერ გაიგებ, რას რატომ აკეთებენ!
6 წლის უკან