სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მასთან არავის განუხილავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სომხეთში არშეშვების საკითხი.
ამის შესახებ ფაშინიანმა სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობას სთხოვა ქვეყანაში სააკშვილი არ შეუშვან.
„პირველად მესმის, რომ მსგავსი საკითხი არსებობს. საკითხი ჩემთან არავის განუხილავს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.