“ივანიშვილს მედიაზე კონტროლი რომ უნდოდეს, მე-9 არხს დაიტოვებდა და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც გამოიყენებდა”

“ივანიშვილს მედიაზე კონტროლი რომ უნდოდეს, მე-9 არხს დაიტოვებდა და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც გამოიყენებდა”

"მეეჭვება, რომ დღევანდელი "რუსთავი 2"- ის მიმართ იგივე განწყობა იყოს, როგორც შევარდნაძის დროს, ხალხი ქუჩაში რომ გამოვიდა; რადგან მაშინ "რუსთავი 2" აღიქმებოდა ობიექტურ ტელევიზიად, დღეს აღიქმება, როგორც პარტიული ტელევიზია. ამიტომ, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს "რუსთავი 2"-ს ჩაგრავენო, ზედმეტი მოლოდინი მგონია"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

"მხოლოდ იმის ძახილი, რომ მედიაზე ხდება ზეწოლა, ყველას შეგვიძლია, ხელისუფლების ოპონენტები სწორედ ამ მესიჯებით ცდილობენ შექმნან უარყოფითი აზრი ამ ხელისუფლებაზე დასავლეთის წრეებში.

"ოპონენტს არ აინტერესებს მართალია თუ მტყუანი, თუ შეუძლია ბრალი დასდოს ხელისუფლებას, ამას გააკეთებს. ამიტომ, ხელისუფლებას ყურადღება უნდა ჰქონდეს ფოკუსირებული, რომ არ მოხდეს რაიმე ისეთი პროცესები, რომელიც მას ამ სიტუაციაში დამატებით სირთულეებს შეუქმნის.

"რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება, გადაჭარბებული მგონია, რადგან ივანიშვილს ასეთი გამძაფრებული სურვილი რომ ჰქონდეს მედიაზე კონტროლის, თავის მე-9 არხს დაიტოვებდა და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც გამიყენებდა, მაგრამ იყენებს?

"მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ მასშტაბური აქციები დაიწყება, ვნახოთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით, მასშტაბური აქციები "ნაციონალურ მოძრაობას" არ გამოსდის, მისი ლიდერი კი მხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუებით არის დაკავებული. ხმაური შეიძლება 4 კაცმაც შექმნას.

"მეეჭვება, რომ დღევანდელი "რუსთავი 2"- ის გამო, იგივე განწყობა იყოს, როგორც შევარდნაძის დროს, ხალხი ქუჩაში რომ გამოვიდა. მაშინ "რუსთავი 2" აღიქმებოდა ობიექტურ ტელევიზიად, დღეს აღიქმება, როგორც პარტიული ტელევიზია. ამიტომ, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს "რუსთავი 2"-ს ჩაგარვენო ზედმეტი მოლოდინი მგონია.

"რაც შეეხება უცხოელების დამოკიდებულებას ამ საკითხთან მიმართებაში, არა მგონია, რომ ამდენი თეთრი ლაქების ისტორიაში, ანუ გაურკვევლობაში, რაიმე მკვეთრი განცხადებები გააკეთონ, შეიძლება შემოიფარგლონ მხოლოდ ამ განცხადებით - თვალყურს ვადევნებთ პროცესებსო"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.