რუსეთის დედაქალაქის ცენტრში პოლიციის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს. მას მისივე იარაღიდან ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. გარდაცვლილი, რომლის იდენტიფიცირება უკვე მოხდა, 24 წლისაა. წუხელ ის მორიგეობდა. ცხედარი საზოგადოებრივ საპირფარეშოში აღმოაჩინეს.