"სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია ჰქონოდა ადგილი"

მალხაზ მაჩალიკაშვილიშვილის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახი კალაძემ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია ჰქონოდა ადგილი.

"მე მგონია, რომ ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ტელეეკრანებიდან ჩანაწერი, როგორც სუს-ი ამბობს, კანონის სრული დაცვით იქნა მოპოვებული, ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ტერორიზმი არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს მთელ მსოფლიოს ემუქრება და თუ ეს სავარაუდო ფაქტი არსებობს და მართლაც მზადდებოდა თავდასხმა კონკრეტულ ადამიანზე და მის ოჯახზე, ეს არის წარმოუდგენლად შემაშფოთებელი და ვფიქრობ, ამას შემდეგი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, საფუძველი მაინც არსებობს, რომ ვიფიქროთ, სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია ჰქონოდა ადგილი, თუმცა ამას მიყოლა სჭირდება. ტერორიზმი, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის ეს ნამდვილად არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ეს არის სამართლებრივი ნიუანსები, მოვისმინეთ, რომ საქმე გქონდა პრევენციას ანუ ამ შემთხვევაში დანაშაულის აღკვეთას სუს-ის მიერ და პრინციპში პირველადი დანიშნულება სამართალდამცავი სტრუქტურების ეს არის, მოხდეს პრევენცია, მანამ სანამ ეს შედეგი დადგება და ღმერთმა დაგვიფაროს, ის შედეგი დადგეს, რაც მოვისმინეთ ჩანაწერში პრევენცია ეს არის უმნიშვნელოვანესი. როცა აღკვეთა ხდება ეს არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის მისასალმებელი" - აღნიშნა კახი კალაძემ.