“შეიგნეთ!..”

“შეიგნეთ!..”

სამოქალაქო აქტივისტი შალვა კუჭაშვილი სოციალურ ქსელში მეშვეობით იმ ბრალდებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციას სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. ამასთან, კუჭაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც წერს:

“შეიგნეთ! არ ყოფილა გოგაშვილი პანკისში სპეცოპერაციაზე! არაა! ამ კაცმა უამრავი ცილისწამება იწვნია თავის თავზე და ბოლოს მისი ოჯახის განადგურების საფრთხის წინაშე დადგა და დღემდე დგას მხოლოდ იმიტომ ისჯება, რომ თავისი ქვეყანა უყვარს!.

ქვენისთანა გმირებზე დგას საქართველო! მადლობა დიდი! და ბოდიში, რომ ამ ქვეყანის ნაწილმა ვერ დაგაფასათ სათანადოდ!“, –  წერს კუჭაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.