,,რუსთავი 2″-ის ერთ-ერთი მეწილე ბრალდებებს პასუხობს – რას ითხოვს ნინო ნიჟარაძე ნიკა გვარამიასგან?! (ვიდეო)

,,რუსთავი 2″-ის ერთ-ერთი მეწილე ბრალდებებს პასუხობს – რას ითხოვს ნინო ნიჟარაძე ნიკა გვარამიასგან?! (ვიდეო)

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორს და ძმებ ყარამანიშვილებს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ნინო ნიჟარაძე პასუხობს. ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ მათი სარჩელის მიზანი არ არის ტელეკომპანიის დაზარალება ან ის, რომ “რუსთავი 2”-ში დროებითი მართველი შევიდეს.

როგორც ადვოკატი “ქრონიკასთან” ამბობს, ნინო ნიჟარაძე 2012 წლიდან ცდილობდა აქტიურად დაემყარებინა კომუნიკაცია ნიკა გვარამიასთან და ძმებ ყარამანიშვილებთან, თუმცა ეს კომუნიკაცია არ შედგა – გაიგზავნა რამდენიმე წერილი, თუმცა ეს წერილები უპასუხო დარჩა.

ადვოკატის განცხადებით, ნინო ნიჟარაძეს მისი 9%-იანი წილის გაყიდვაც სურდა, თუმცა ძმებმა ყარამანიშვილებმა და გვარამიამ მას ამის უფლება არ მისცეს.

ადვოკატის თქმით, ნინო ნიჟარაძე ითხოვს 28 მილიონს ითხოვს, აქედან მილიონ ნახევარს თავის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი თანხის რუსთავი 2-ის სასარგებლოდ გადარიცხვას ითხოვს.

რუსთავი ორის ერთ-ერთი მეწილის მოთხოვნებს, ნიკა გვარამია ტელეკომპანიაზე თავდასხმად და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ შეტევად აღიქვამს. ამასთან დაკავშირებით, გვარამიამ გუშინ Facebook Live-ის დროს განაცხადა.

გვარამიას თქმით, ნინო ნიჟარაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის,  გოგი გეგეშიძის მეუღლეა, თანხასთან ერთად, ითხოვს დაგროვილი გადასახდების სახით კომპენსაციასაც. გვარამია მოდავე მხარეს სთავაზობს, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და ის ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანოს.