ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორმა და მთავარმა პროდიუსიერმა – ნინო სუხიშვილმა, ტელევიზია „ერთსულოვნების ეთერში 17 მაისთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან 17 მაისს სამების ტაძართან გამართულ კონცერტზე ისაუბრა.
სუხიშვილის თქმით, სამების წინ კონცერტი ძალადობა არ არის და მისთვის დიდი პატივია კონცერტში მონაწილეობა.
ნინო სუხიშვილის თქმით, ის აგრესიისა და ძალადობის წინააღმდეგია, მაგრამ არ ესმის, რატომ აღიქმება 17 მაისს, „ოჯახის სიწმინდის დღეს“ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა ძალადობის მხარდაჭერად. ეკლესიის მიმართ ეს დამოკიდებულება კი ალბათ „რაღაც ინციდენტების გამოა“.
„მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ სადაც ჩემი ეკლესია დგას!
მე წინააღმდეგი ვარ ყველანაირი აგრესიის. უბრალოდ, მე ვთვლი რომ სამების წინ კონცერტი… საერთოდ, სამების სავანე, ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი. ამიტომ იქ, კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ. ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. ჩემთვის ეკლესია არის სიკეტე და სიყვარული…” , — განაცხადა ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ნინო სუხიშვილმა.
ნინოს სუხიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა და ამასთან, დაურთო ის ვიდეო, რომელიც ასეა დასათაურებული: – “17 მაისი, აქციის დარბევა რუსთაველზე”
“ნინო სუხიშვილი, დიდ პატივს ვცემ შენს რწმენას ნინო, ასევე დიდ პატივს ვცემ შენს საქმეს.
მაგრამ სიძულვილის ზეიმს, რომელიც საპატრიარქოს მაღალიერარქების მიერ ამ სამარცხვინო პოგრომის მოწყობის შემდეგ დაფუძნდა, არაფერი საერთო ქრისტიანობასთან არ აქვს.
უფრო მეტიც, ჩემი შეფასებით და ვფიქრობ საღი აზრითაც, სწორედ რომ ქრისტიანული ღირებულებების ღალატია სიძულვილის ზეიმში მონაწილეობა.
როგორც პავლე მოციქული იტყოდა, ფასით ხართ ნაყიდნი – ნუ გახდებით მონები.
—————-
წმინდა ილია მართალს დავამატებდი (ილია ჭავჭავაძეს) – ჩემს სათქმელს ამბობს:
სარწმუნოება
და სათნოება
ფარისევლობად არ შეგვიქმნია,
თქვენი სლოკინი,
ხელთა ფოტინი
ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია”
ბრავო, მანგუსტა, მაგარი ლოგიკა გაქვს!
ჰოდა, ასეთი ჰომოფობი რომ იყო ღმერთი და ასე უხეშად რომ არღვევდა ადამიანის უფლებებს (თან ფულსაც რომ არ იძლეოდა), იმიტომაც ჩაანაცვლეს მაგან და მისმა ქმარმა ჯერ სოროსით და მერე ბენდუქიძით! :))