გვარამიას ბრიფინგის შემდეგ “რუსთავი2”-ის ერთ-ერთ მეწილეს ფეისბუქზე “შეუვარდნენ”

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ “რუსთავი2”-ის ერთ-ერთ მეწილეს ფეისბუქზე “შეუვარდნენ”

“რუსთავი2”-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძეს ფეისბუქ გვერდზე უხამსი კომენტარების წერა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ  სასამართლოში შევიდა კომპანიის 9% წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი დანარჩენი მეწილეების და პირადად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

გვარამიას ამ განცხადების შემდეგ ნინო ნიჟარაძის ფეისბუქ გვერდზე ე.წ ტროლებმა და გვარამიას თანამოაზრეებმა შეურაცხმყოფელი კომენტარების წერა დაიწყეს, ელისო კილაძემ კი ნინო ნიჟარაძისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ფოტო გამოფინა, სადაც მის მეგობრებს ამცნო, თუ ვინ არის იგი და სტატუსის ბოლოს დაწყევლა.

მასობრივი ფეისბუქ შეტევისა და შეურაცხყოფის შემდეგ ნინო ნიჟარაძის გვერდი აღარ იძებნება.