უხდიდა თუ არა საპატრიარქო ბინის ქირას მეფეს

უხდიდა თუ არა საპატრიარქო ბინის ქირას მეფეს

არ ვარ საქმის კურსში, ფაქტს ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, - ასე უპასუხა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ მის მარწმუნებელს წლების მანძილზე საპატრიარქო უხდიდა ბინის ქირას.

მისივე მტკიცებით, თითქოს მარწმუნებელი ღერებით ყიდულობდა სიგარეტს და ჯიბის ფული არ ჰქონდა, ეს არის შავი პიარი.

„ეს არის შავი პიარის ნაწილი, რომელსაც მეორე მხარე აწარმოებს ჩვენი დაკნინების მიზნით. როგორ წარმოგიდგენიათ ბატონი დავითი, რომ ღერა-ღერა სიგარეტს ყიდულობდა, როგორ წარმოგიდგენიათ ესპანეთიდან ჩამოვიდა კაცი და ღერებით ყიდულობდა სიგარეტს, ეს მათი სტრატეგია იყო თავიდანვე. რეალურად, ამ ყველა დავაში სამართლებრივი კოეფიციენტი იყო დაახლოებით 5%. მიზანმიმართული შავი პიარ-კამპანია 95% იყო. ვინც ამდაგვარი გზა ურჩია ჩვენს მოწინააღმდეგეს, გაუწია დათვური სამსახური და ცუდი რჩევა მისცა, რადგან ჩვენი დიდი დაზარალების მიუხედავად, 10-ჯერ მეტი ზარალი მათ მიიღეს.

როცა ოჯახს გაქვს ამბიცია, რომ ხარ საქართველოს სამეფო ოჯახი,კონსტიტუციის არ აღიარების მოუხედავად, თავის დაჭერაა სავალდებულო. უნდა მოიქცე იმ სტატუსის შესაბამისად", აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა. გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.