პატრიოტთა ალიანსის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ ქვეყნის სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსული ინტერესების გატარებად შეაფასეს. ამ საკითხზე კომენტარს აკეთებს რმა ინაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
“ბოლო 2 დღის მანძილზე, თავისი აქტუალურობით, სამხედრო მიუმხობლობის თემამ მედიაში ყველა რეკორდი მოხსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო ცხარე დისკუსია და რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, მესმის სრულიად არაადეკვატური, არაკვალიფიციური მოსაზრებები, გაჯერებული პოლიტიკური მოტივაციით და არა ქვეყნის ინტერესების დაცვის სულისკვეთებით!
დააკვირდით, რა შუაშია ჩვენ მიერ გაჟღერებული სამხედრო მიუმხრობლობის კონცეფცია და მიუმხრობლობის მოძრაობა, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩამოაყალიბა ინდოეთის პრემიერმა?! ან ვენესუელას მაგალითი? სრულიად აბსურუდული პარალელებია, უხერხულიც კი… სერიოზულობაზე პრეტენზიის მქონე ე.წ. ექსპერტებისა და სხვა რესპონდენტებისაგან. რატომ მიდიხართ ვენესუელაში, როცა ჩვენი კონცეფციისათვის ყველაზე ეფექტური მაგალითი ავსტრიაა, ფინეთია (რომელსაც რუსეთთან აქვს საზღვარი), შვედეთი და შვეიცარიაა, მაგრამ ავსტრიის მოდელზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის მტრებად ვერ გვაცხადებენ და ვენესუელაში მიდიან სამხედრო მიუმხრობლობა ევროინტეგრაციის მტრობას არ ნიშნავს. საკუთარი სახელმწიფოსათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ნიშნავს!
კვლავ ვამბობ: სამხედრო მიუმხრობლობა გულისხმობს გაცილებით მჭიდრო ევროინტეგრაციას ევროკავშირის ყველა სტრქუტურასთან, ვიდრე დღეს გვაქვს, მაგრამ არ გულისხმობს ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების განთავსებას, ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სამხედრო დანაყოფების წვრთნების ჩატარებას, არ გულისხმობს არც ერთი სამხედრო ორგანიზაციის, მათ შორის, ნატოს წევრობას, რომელიც ისედაც არ გვაწევრიანებს. სამაგიეროდ, გულისხმობს ნატოსთან თანამშრომლობას. იგივე, საერთაშორისო მისიებში, ამიტომ…
ის ხალხი, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კურდღელივით გარბოდა ქვეყნიდან… ვინც კოდორი და ახალგორი მოწინააღმდეგეს სამარცხვინოდ ჩააბარა, მე და ჩვენს გუნდს პატრიოტიზმზე ნუ მელაპარაკებით. ყველა მიიღებთ პასუხს, ჯერ გახურდით”– წერს ირმა ინაშვილი.