"მე რაც ვთქვი ამ კონფლიქტზე, ეს იყო ის მაქსიმუმი, რის თქმასაც ვაპირებდი“ - ეს განცხადება, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გააკეთა.
გიორგი ქობულიას თქმით, მას არ ესმის რას ნიშნავს ცუდი მართვა. "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ მას ვერავინ ამიხსნა რა შენიშვნები ჰქონდათ.
ქობულია აცხადებს, რომ ამ კონფლიქტის დეტალების საჯაროდ განხილვას არ აპირებს.
„მე ეს არ მესმის, რას ნიშნავს, სამინისტროს ცუდი მართვა, მე ეს ვერ ამიხსნეს და თუ ვინმე დაინტერესებული არის იმითი, თუ როგორ ვმართავდი მე სამინისტროს, თუ რა შედეგები მქონდა მე, რა ხედვები, რა გეგმები მქონდა და რას ვაკეთებდი, მე ეს ანგარიშში შემიძლია წარვადგინო. მე რაც ვთქვი ამ კონფლიქტზე, ეს იყო ის მაქსიმუმი, რის თქმასაც ვაპირებდი და რის თქმაც მე კორექტულად მიმაჩნია. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი. არც ამ ეტაპზე და არც მომავალში, იმიტომ რომ მე გონია, რომ ამაზე მეტი რომც ვთქვა კიდეც, ეს არ წაადგება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
როცა მთავრობის წევრობაზე და პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, ცოტა დედამიწაზე უნდა იდგე მყარად და გრძნობდე შესაბამის პასუხისმგებლობას შენს ქვეყანაზე...