"იმედი ვიქონიოთ, რომ მალე პარლამენტში არათუ არასტანდარტულ თემაზე მინისტრის საუბარს მოვისმენთ, რომლის დანიშვნაც და წასვლაც კითხვებს მოიცავს, არამედ მოვისმენთ იმ რეალობას, რომელიც ჩვენი საზოგადებისთვის გრძელი ფარდით არის დაფარული"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას საკანომდებლო ორგანოში მისვლის საკითხს, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი უკვე ალაპარაკდა ხელისუფლებაში არაფორმალური ურთიერთობის შესახებ და ახლა ვალდებულია კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბროს.
"ქობულიას ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და შედეგიანი ნაბიჯია მისი მინისტრობის პერიოდში და იგი მაგალითი უნდა გახდეს იმ მინისტრებისთვის, რომლებსაც შეიძლება მოუწიოთ საკუთარი აზრის შეცვლა და მზად იყვნენ ანგარიში ჩააბარონ საზოგადოებას, როგორც მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე იმ წინააღმდეგობებზე, რომელიც მუშაობის დროს ხვდებათ თავიანთი თანაგუნდელებისგან.
"მისასლმებელია, რომ თავის ადგილზე აღმოჩნდა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც მზადა არის კომიტეტის წევრებთან განიხილოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კომიტეტში მიწვევის საკითხი, რათა მას საშუალება მიეცეს გააჟღეროს დამატებით ინფორმაცია, რა იყო მიზეზი მისი განთავისუფლების.
"იმედი ვიქონიოთ, რომ მალე პარლამენტში, არათუ არასტანდარტულ თემაზე მინისტრის საუბარს მოვისმენთ, რომლის დანიშვნაც და წასვლაც კითხვებს მოიცავს, არამედ მოვისმენთ იმ რეალობას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის გრძელი ფარდით არის დაფარული.
"პირადად მე დიდი ინტერესით მოვუსმენ ქობულიას, რომელიც ამ ბოლო პერიოდში საინტერესო პერსონა გახდა, რადგან, იგი მართლაც აღმოჩნდა პრინციპული მინისტრი, რაც იმას, ნიშნავს, რომ მის ზემოთ მდგომს, რომელმაც მოიყვანა, არ იყოს მისი მორჩილი და პასუხისმგებელი იყოს მხოლოდ იმ გამოწვევების, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი პალმენტარების უმრავლსეობას წარმოდგენაც არ აქვთ პრინციპულობაზე.
"ასეთი ციფრიც დამამახსოვრდა 87, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს უფლებას სასამართლო სისტემის არსებობისთვის"- განახადა "რეზონანსთან" სოსო ცისკარიშვილმა.