შენგელი ფიცხელაური, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს, ბიძინა ივანიშვილს ნათესავია. ამის შესახებ ინფორმაციას, "რუსთავი2" ავრცელებს.
სამაუწყებლო კომპანიასთან ფიცხელაური ადასტურებს რომ ივანიშვილის ოჯახის ახლობელია. მისი ვაჟი, ნიკა ფიცხელაური ბერა ივანიშვილის ქვისლია. მან ასევე აღნიშნა, რომ იცნობს ბიძინა ივანიშვილს.
შენგელი ფიცხელაური ასევე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის მოადგილედ მის დანიშვნასთან დაკავშირებით არსებულ წინადადებას განიხილავს. თუმცა, არ აკონკრეტებს, ვისგან მიიღო შეთავაზება აღნიშნულ თანამდებობასთან დაკავშირებით.
„როცა მიხილავთ, ძალიან გთხოვთ, არ არის ჯერ დაჩქარების დრო, ჯერ კიდევ მეც გადასაწყვეტი მაქვს. ამჯერად ვარ, იცით თქვენ, შს მინისტრის მრჩეველი და დანარჩენ ინფორმაციას არაფერს არ დაგიმალავთ. გულწრფელად მოგახსენებთ,“ - ამბობს ფიცხელაური.
შენგელი ფიცხელაური აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
„ვარ უნივერსიტეტის დეკანი, იურიდიული ფაკულტეტის, მინისტრის მრჩეველი და ისე, რომ მე ძალიან გულით მინდოდეს და აბა, ჩქარა დამნიშნეთ, ასე არ არის, ვფიქრობ მეც, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა შენგელი ფიცხელაურმა.