“ჩემს თავს ამის უფლება არასდროს ვაძლევ, რაც არ არის ადვილი…”

“ჩემს თავს ამის უფლება არასდროს ვაძლევ, რაც არ არის ადვილი…”

“არავის არასდროს ვუნახივარ ფარ-ხმალ დაყრილი და ასეთი არც ჩემი თავი მინახავს, ამის უფლებას ჩემს თავს არასდროს ვაძლევ. რომ გითხრათ – ეს ადვილია, ასე არ არის, მაგრამ ფარ-ხმალ დაყრილი ჩემს თავს ვერასდროს შევეგუები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ გადაცემაში “სთორი” განაცხადა.

“არ ვიქნები გულწრფელი, რომ გითხრათ, რომ სულ ერთ ტონუსში ვარ, და ყოველთვის ერთ ტემპს ვინარჩუნებ, ასე შეუძლებელია, ადამიანი ხარ… შეიძლება ხშირად არ მეტყობა, მაგრამ სულ ემოციებზე ვარ აწყობილი, უბრალოდ ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავ, რომ ეს ემოციები შიგნით დარჩეს და ნაკლებად იყოს საგრძნობი. არც რობოტად ქცეული ადამიანი მომწონს – არც ქალი, არც კაცი, მხოლოდ ცივი სხეულივით რომ აკონტროლებს საკუთარ თავს და ვერ გძრნობ რას განიცდის…  საერთოდ მე ნატურალური, ბუნებრივი ადამიანი მიყვარს, ისეთი, რომელიც არ თამაშობს, ეს სხვა რამეა…  იმ თავშეკავებაში ბუნებრივობა უნდა იყოს.

მე მქონია ისეთი მომენტები, რომელიც ემოციურად მძიმე იყო, როდესაც ოჯახის წევრებს, შვილებს ეხება საქმე, იქ შეუძლებელია ზე-ემოციური არ იყო და მქონია ასეთი რთული ეტაპები, მაგრამ ცოტა ხანი გაგრძელებულა. თან ბევრი ქარტეხილი მაქვს განვლილი, იმდენი რომ ერთს ქალს კი არა, ათ ქალს ეყოფა, ეს შემდეგ გწვრთნის, გაძლიერებს, ხელის ცეცებით აღარ დადიხარ…. მე არ ვარ პატარა არც ასაკით, არც განვლილი ცხოვრების გზით და უკვე ვიცი, – რა მინდა… რისთვის ვაკეთებ… როგორ ვაკეთებ და როგორ უნდა გავიარო ეს გზა.?! – შინაგანი სიმყარე უკვე მაქვს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ თათია შარანგიასთვის მიცემულ ინტერვიუში.