"ამერიკისა და ევროპის გარეშე საქართველოს უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია"

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბას (ინწკირველი) თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ყოველდღიური ბრძოლა სჭირდება.

ეპისკოპოსის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ძლიერი მხარდამჭერები სჭირდება და რუსეთისგან მომავალი საფრთხისთვის თავის გასართმევად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობები მნიშვნელოვანია.

"დასავლეთი, ამერიკა, ევროატლანტიკური სტრუქტურები საქართველოს მოკავშირეები არიან. მათ გარეშე შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ძლიერი მოკავშირე გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ქვეყანას ყოველთვის სჭირდება მხარში ედგას დიდი ქვეყანა, რომელიც დაგიაცავს შენი მეზობლისგან, რომელიც გჩაგრავს", - განაცხადა მეუფემ.

მისი თქმით, მრწამსისა და პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ქართველი ხალხი ერთად უნდა დადგეს.

"ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სხვა რელიგიის წარმომადგენლები იქნებიან თუ პოლიტიკური პარტიები. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, ეს აუცილებელია"- აღნიშნა ეპისკოპოსმა.

 

სოციალისტი ახლა ამ ადამიანს, ქალბატონ ადას უნდა მხარდაჭერა, გარედან, ჩვენი, ხალხის მხარდაჭერა! ეს სიტყვა ლიბერალი არის უკვე უზნეობის საჯარო დეკლარირება და მერე სად განათლების კანონში???!!! ბოკერიამ და უგულავამ, რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა, ლგბტ-თემთან და მათ მხარდამჭერ ასოებთან ალიანსში დაგვამხეს თავზე ქვეყანა! ქართული ოცნება სამწუხაროდ უკვე ევროპული საქართველოა, უბრალოდ ჯერ სხვა სახელი ჰქვიათ!!! სირცხვილი თქვენი!
6 წლის უკან