"ქართული ოცნების" წარმომადგენელი პაატა ლაგვილავა უარყოფს, რომ მმართველი პარტიის ოფისს მეხი დაეცა.
„ტყუილი გამიგია, მაგრამ ასეთი არაფერი. გადამოწმება შეიძლება მარტივად, სანამ რამეს დაწერთ. მეხი არაფერს დასცემია. „ნაცების" ოფისთან ბოძს ჰქონდა მოკლე ჩართვა, მოქალაქემ დარეკა 112 - ში, მოსულია "ენერგო პრო" და მუშაობენ. მეტი თვალსაჩინოებისთვის ნახეთ ვიდეო", - წერს ლაგვილავა.