„ფეისბუქმა“ რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაბლოკა, რადგან „საშიშ ინდივიდებად“ მიიჩნია

„ფეისბუქმა“ რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაბლოკა, რადგან „საშიშ ინდივიდებად“ მიიჩნია

„ფეისბუქმა“ რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაბლოკა, ვინაიდან ისინი „საშიშ ინდივიდებად“ მიიჩნია.

მემარჯვენე ვებგვერდის – InfoWars-ის ხელმძღანელი ალექს ჯოუნსი, მისი ბრიტანელი რედაქტორი პოლ ჟოზეფ უოთსონი და ახალი ამბების სააგენტო Breitbart-ის რედაქტორი მილო იანოპულოსი სიძულვილის ენაში დაადანაშაულეს და „ფეისბუქმა“ დაბლოკა.

ამას გარდა, პოლიტიკურ რელიგიური მოძრაობა Nation of Islam-ის ლიდერი ლუის ფარახანიც დაიბლოკება, ვინაიდან იგი ანტისემიტური მოსაზრებების გამოხატვით გამოირჩევა.

შეგახსენებთ, „ფეისბუქმა“ სოციალურ ქსელში უკვე დაბლოკა ანტიისლამური ბრიტანული ჯგუფები, როგორიცაა, Britain First. აკრძალვები „ინსტაგრამზეც“ გავრცელდება, რომელიც „ფეისბუქს“ ეკუთვნის.

Maverick ნიკანდრო ქირია-გვარამიაზე არაფერი არ ისმის?
6 წლის უკან