“რა თქმა უნდა, მეც მანდ ვარ” – მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებით მანიპულირებს (ვიდეო)

“რა თქმა უნდა, მეც მანდ ვარ” – მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებით მანიპულირებს (ვიდეო)

ქართველი მუსიკოსის, პოეტისა და მწერლის ირაკლი ჩარკვიანის (მეფე) მუსიკალურ შედევრს – “შენ აქ ხარ” – საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს:

“სუპერ აქტუალური!

მე ირაკლი ჩარკვიანთან ერთად გავიზარდე.წარმოუდგენლად მაგარი იყო სულ ბავშვობიდან.

დაუკვირდით რამდენად მიესადაგება მისი სიტყვები თუნდაც დღევანდელ სიტუაციას საქართველოში.”ხალხი სულ ძველ სიმღერებს გვთხოვს” და ჩვენ რაღაც სრულიად ახალი უნდა შევქმნათ. და რა თქმა უნდა, მეც მანდ ვარ” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.