„ეს სიტყვა ვინ დაგიწერათ? და სად? თბილისშია დაწერილი?… ეჭვი მეპარება, მარია ზახაროვასა და დიმიტრი პესკოვის განცხადებებს უფრო ჰგავს“

„ეს სიტყვა ვინ დაგიწერათ? და სად? თბილისშია დაწერილი?… ეჭვი მეპარება, მარია ზახაროვასა და დიმიტრი პესკოვის განცხადებებს უფრო ჰგავს“

გენშტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას სკანდალურ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი ეხმაურება:

„ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, რომელსაც დღეს გენერალ-ლეიტანანტის წოდება მიენიჭა (გენშტაბის უფროსი):

“28 წლის განმავლობაში საქართველომ 4 ომი გამოიარა. 3 სამოქალაქო ომი და 1 ფართო აგრესია რუსეთის მხრიდან..”

დამამუნჯა – ვზივარ და ვაფახულებ თვალებს.

რა “3 სამოქალაქო ომი”, ბატონო გენერალო??? ვისთან? როდის? შეგიძლიათ ჩამოთვალოთ?

თბილისის 1991-92 ამბებზე მზად ვარ დაგეთანხმოთ. ისიც დათქმებით.

მაგრამ დანარჩენი ორი? 1990 წელს ცხინვალის რეგიონში და 1992 წელს აფხაზეთში დაწყებულ ომებს ხომ არ გულისხმობთ?

ამ ლოგიკით, ამ ომებში ჩვენ – თქვენი ჩათვლით, არა რუსეთს, არამედ მოძმე ერებს ვუპურისპირდებოდით, აფხაზებსა და ოსებს. ასეა? ეს იგულისხმეთ?

თუ ასეა, მარტივად ვიკითხავ – ეს სიტყვა ვინ დაგიწერათ? და სად? თბილისშია დაწერილი? თქვენი PR-სამსახურებისა და სტრატკომების მიერ?

ეჭვი მეპარება. მარია ზახაროვასა და დიმიტრი პესკოვის განცხადებებს უფრო ჰგავს, სამწუხაროდ.

ისინი ამტკიცებენ ბოლო 30 წელია, რომ ქართველები ჩვენს მოძმე ერებს ვხოცავთ, თავად კი მხოლოდ ის უნდათ, რომ მშვიდობა დაიცვან და სისხლისღვრა შეაჩერონ.

თორემ სხვა რა უნდა უნდოდეს პუტინს საქართველოში?

პ.ს. უცებ წარმოვიდგინე, ამერიკის შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე რომ დადგეს “ფორტ-ბრეგში” და ტრიბუნიდან განაცხადოს, თალიბანს, ალ-კაედასა და დაეშს რომ დავცხეთ, ეგ ჩვენი სამოქალაქო ომი იყოო…“- წერს თენგო გოგოტიშვილი.

სოციალისტი თენგო კარგი არ იყო სამოქალაქო ომები, აბა რა იყო?!
6 წლის უკან