“არ გინდოდათ რძე და ყველი…”

“არ გინდოდათ რძე და ყველი…”

„აბა დაფიქრდით, ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი. ამაზეა ნათქვამი “არ გინდოდათ რძე და ყველი”… და ახლა გვაქვს აი, ეს” – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი”ფეისბუქის” პირად გვერდზე, „კურიერის” იმ ინფორმაციის საპასუხოდ წერს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტზე ვაშინგტონიდან უარი მიიღო.

თუმცა, პრეზიდენტის მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის საკითხებში ირინა შენგელია აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მრჩეველი განმარტავს, რომ პრეზიდენტი უარს ვერ მიიღებდა, რადგან ვიზიტი არც დაგეგმილა.

„არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ვიზიტის შესახებ მეორე მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უბრალოდ თარიღი არავისთვის არ არის ცნობილი. შესაბამისად ვერ გადაიდებოდა“, – აცხადებს ირინა შენგელია.

თამაზი ეგ შენი საოხრე უკან შეიტრიალე მიხო. ნამდვილი ბინძური ჯიელი ხარ.
6 წლის უკან