სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლას, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას “უნამუსო” უწოდა. მელიას განცხადებით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პოლიციის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა ოპოზიცია, თუმცა ამას თავად ის აკეთებს. ნიკა მელიამ გახარიას ია კერზაიას საქმე შეახსენა და განმარტებები მოსთხოვა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის აღნიშნულ განცხადებებს სასესიო დარბაზში უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. გამოსვლა საპრლამენტო უმრავლესობის წევრებმა გააპროტესტეს. ამის შემდეგ მელიამ უშუალოდ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა მელია პროვოკაციაში დაადანაშაულა.
„ბატონო ნიკა მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას. დამშვიდდით ბატონო ნიკა,“- მიმართა ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
ნახეთ, ვიდეო, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა შს მინისტრს ნიკა მელიას რეპლიკაზე.