გადაცემაში “ფარული კონვერტი” რომლის სტუმარიც მსახიობი დათო დარჩია იყო, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობ თემას შეეხო საუბარი, ეს იყო ყაჩაღობა, რომელიც წლების წინ მოხდა და რომელშიც დავით დარჩია მეგობრებთან ერთად მონაწილეობდა. მისი თქმით, არ იცოდა, თუ ამ საქციელით რის დამტკიცებას ცდილობდა ან საერთოდ რატომ წავიდა.
კითხვაზე, თუ ვის სახლში იყვნენ საყაჩაღოდ, პასუხი იყო კონვერტში, რომლის გახსნაც და დეტალებზე საუბარიც მსახიობმა არ ისურვა.