ჩვენთან შეიძლება ნობელის პრემიის  ვითომ „ლაურეატობამ

ჩვენთან შეიძლება ნობელის პრემიის  ვითომ „ლაურეატობამ" ისეთი ამბიციები გაუჩინოს დავით მაღრაძეს, რომ საქართველოს დაცვა გადაწყვეტინოს (ვიდეო)

POSTV-ს ანალიტიკური ვიდეობლოგის „გურიზმები" ავტორი გური სულთანიშვილი  თანამედროვე მიშიზმის არსს და ნარცისი ფსევდო ავტორიტეტების მიერ პოლიტიკური პროცესის ჩაკეტილ წრეზე გადაყვანის მცდელობას მიმოიხილავს.

 „ჩვენი პოლიტიკა სავსეა ეგოიზმით, პირადი ამბიციებით და ეს ყველაფერი ნარცისისტული აქტია. ჩვენთან შეიძლება ნობელის პრემიის ვითომ „ლაურეატობამ" ისეთი ამბიციები გაუჩინოს დავით მაღრაძეს, რომ საქართველოს დაცვა გადაწყვეტინოს, მისი დასაცავი გახდეს ხალხი და ქვეყანა" - ასკვნის ავტორი და იქვე დასძენს, რომ ნარცისი „პოლიტიკური ლიდერების" მიერ წარმართული პროცესი სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და რომ ეს „ლიდერები" მიშას ნარატივში, მიშიზმის ენაში რჩებიან.

„მიშიზმი მმართველობაში იყო სხვა - დერეგულაცია, ანტისაბჭოთა ნარატივი, დასავლეთი, ავტორიტარიზმი, წამება და მეგალომანიაკი ლიდერი, ხოლო მიშიზმი არამმართველობაში, ანუ ოპოზიციაში, ესაა მხოლოდ მეგალომანიაკი ლიდერი და მისი პიროვნული ამბიციები, მისი დაუოკებელი სურვილი ყველაფრის ფასად, ყველა პრინციპის დარღვევით დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მხოლოდ პიროვნული ანგარიშსწორება და არაფერი სიახლე, არაფერი საზოგადო, საყოველთაო, სახალხო და ა.შ. ამიტომაც კერძო დაპირისპირებები, ვიწრო ინტერესები, პიროვნული შუღლები, რომელიც არის მიზეზი შენი ოპოზიციაში ყოფნის ეს არაა პოლიტიკა, ეს მიშიზმის ენაა" - ამბობს ვიდეობლოგის ავტორი.

ბოლოს ავტორი ასკვნის - „პოეტმა დავით მაღრაძემ თქვა, რომ ნაციონალები და ოცნება ერთნაირები არიანო, ეს მე მესმის არა „ოცნების" გათანაბრებით ნაციონალების დანაშაულებრივ პერიოდთან და შესაბამისად ოცნების პირსისხლიან ძალად გამოცხადებად, არამედ ნაციონალების წარსულის დავიწყებად და მათი ამ ფორმით გათანაბრებად ოცნებასთან, ანუ ორივეს ლეგიტიმურ ძალად გამოცხადებად, ეს კი დამღუპველი ტენდენცია მგონია."

thrgg@yahoo.com მართალს ამბობს ეს კაცი...
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com ოცნებას აქვს თავისი მინუსები და პირველ რიგში ეს კოჰაბიტაცია და გამოცდილი, პროფესიონალი ხალხის იგნორირებაა მაგრამ მათი გათანაბრება ნაცსექტასთან უაზრობაა. ნაცსექტა დესტრუქციული, მტრული ძალაა, მართული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან, ოცნებამ კი თავი ვერ გაართვა ქვეყნის მართვას და ეგ არის, ჩვენ ქართველებს ხომ არასოდეს გვაქვს არჩევანი კარგსა და ცუდს შორის, დღეს არჩევანი გვაქვს - საშუალოსა და ძალიან ცუდს შორის და ეს არის ძალიან არასასურველი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისათვის.
4 წლის უკან